გულწრფელად რომ ვთქვათ, „ნაპოლი” „ინტერთან” დამარცხებას იმსახურებდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ინტერმა” ბრწყინვალედ ითამაშა. პირიქით, ინძაგიმ უხსოვარი დროის ფეხბურთით მოიგო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რაც „ინტერმა” გააკეთა ანაქრონიზმი იყო, მაგრამ, მასპინძლებმა მაინც დამსახურებულად გაიმარჯვეს. ამ სამართლიანი განცხადების შემდეგ კი წუთით მსაჯობაზე გადავერთოთ. როდესაც მრავალგზის გაკრიტიკებული მილანელი არბიტრი სიმონე სოცა „მშობლიურ მინდორზე” გადის, ეტყობა ქედმაღლობას კარგავს და საფეხბურთო „ლა სკალას” წინაშე თრთის. სხვა ახსნის მოძებნა შეუძლებელია. შკრინიარი და ბარელა მე-13 და 34-ე წუთებზე აშკარა ყვითელ ბარათებს იმსახურებდნენ და ჩალხანოღლუც სერიოზულად რისკავდა მეორე ტაიმში.
თუ შკრინიარისა და ბარელას ფუნქციებს და მათ უშუალო ოპონენტებს გავიხსენებთ (კვარა რა, ვითომ ღამის კოშმარი აღარ არის?) იოლად დავასკვნით, რომ სწორი სანქციები შეხვედრის მიმდინარეობას უეჭველად შეცვლიდა. ანდა, საჭიროა კი იმის გახსენება, რომ ბარელა მთელი 90 წუთის განმავლობაში დაობდა და კამათობდა? ამის მუხედავად მოდი ერთხელაც გავიმეოროთ, რომ „ინტერმა” სამართლიანად გაიმარჯვა. „ნაპოლის” ალიბი არ აქვს. გუნდი მოედანზე არ ვარგოდა და დიდი შანსია, რომ მაინც წააგებდა, მაგრამ დავუბრუნდეთ ცალკეულ ეპიზოდებს.
შკრინიარმა გასულ სეზონში ოსიმენი გაანადგურა (იხილეთ ვიდეოზე). კი ბატონო, სათამაშო შეტაკება იყო, მაგრამ მისი კვალი ნიღბის სახით დღემდე დარჩა ოსიმენის სახეზე და ის ჩვენს ვიქტორს ძვირად შეიძლებოდა დაჯდომოდა. აი, დაუსჯელი სლოვაკი მცველი კი თავის საქმიანობას დაუბრუნდა, ვითომც აქ არაფერიო. ის კვარაცხელიას უკნიდან ძალიან ძალიან ცუდად დაესხა თავს. წესების თანახმად ეს დარღვევა მოწითალო ყვითელს იმსახურებდა. 34-ე წუთზე კი იგივე განმეორდა. კვარა უკნიდან ასფალტთან გაასწორეს. სოცამ ამ ეპიზოდს წაუყრუა. ძნელია გამონახო სიტყვები. მსაჯმა უხეში თამაშს მწვანე აუნთო, შეთქმულების თეორიის მოყვარულებს კი ახალი არგუმენტები მისცა.
და ამ დროს ჩნდება კითხვა: რა მოხდებოდა ყველაფერი პირიქით რომ მომხდარიყო? რას იტყოდნენ მილანში ნეაპოლელ მსაჯს შეხვედრის ბედი „ნაპოლის” სასარგებლოდ რომ გადაეწყვიტა?
ჯონ იბელო, calcionapoli1926