გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებაში ჩაერთო. მეთექვსმეტედფინალში მისი მეტოქე იყო ქვეყნის საფეხბურთო პირამიდის მესამე ლიგის გუნდი „ლა ნუსია”, რომელიც ვალენსიისავე ავტონომიის ამავე დასახელების ქალაქიდან არის. ჯენარო გატუზოს შეგირდებმა სტუმრად მოიგეს 3:0.

ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ „ვალენსიას” შემადგენლობა ფრიად გადახალისებული იყო, მაგრამ კარში მაინც ქართველი მეკარე იდგა. ამის შესახებ გატუზოს ესპანელმა ჟურნალისტებმა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზეც ჰკითხეს:

„ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ ვინ დამეყენებინა კარში. საბოლოოდ, მაინც მამარდაშვილზე შევჩერდი. ვიცი ამით იაგო ერერინი გავაბრაზე და მე მის ემოციას პატივს ვცემ, მაგრამ ისიც გაგებით უნდა მოეკიდოს ჩემს დამოკიდებულებას. ამ შეხვედრის ძალიან მეშინოდა. ვწუხვარ, იაგო სასტარტო შემადგენლობაში რომ არ იყო, ის ხომ გულმოდგინედ ვარჯიშობს და ასევე ვწუხვარ კრისტიან რივერო საერთოდ რომ არ წამოვიყვანეთ ლა ნუსიაში.

მწვრთნელმა მამარდაშვილი ერერინით 77-ე წუთზე შეცვალა.