„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ჟერარ პიკემ, შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა გააგრძელოს.
მოსალოდნელია, რომ 35 წლის ესპანელი კლუბ „ანდორას“ მაისურას მოირგებს, რომლის მფლობელი თავადაა. ერთადერთი რამაც მას შეიძლება ხელი შეუშალოს, ესპანეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ფინანსური წესებია. სწორედ მეორე დივიზიონში თამაშობს „ანდორა“ და 21 მატჩის შემდეგ, 29 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
პიკემ ფეხბურთელის კარიერა 2022 წლის ბოლოს დაასრულა. ის ესპანური პრიმერას რვაგზის გამარჯვებული, ჩემპიონთა ლიგის ოთხჯერ მომგები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. „ანდორა“ კი 2018 წელს შეიძინა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
სიახლეები29/06/2026 | 21:06ბარსელონაში კეინი ახსენეს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 13:52იბერია ისევ ლიდერია
