ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე: "მამარდაშვილი მომავალში პირველ ნომრად  მესახება"გამოცემა topsoccer-მა მსოფლიოს 10 საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეს შორის საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.

„საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გიორგი მამარდაშვილმა სახელი სამშოლოში კარგი თამაშით გაითქვა და 2021 წელს ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრუელბით ესპანური ლა ლიგის „ვალენსიას“ შეუერთდა. თავიდან იგი „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში ემზადებოდა,  მაგრამ მოსამზადებელ პერიოდში „ღამურების“ მთავარი მწვრთენელის, ხოსე ბორდალასის ყურადღება მიიპყრო. მწვრთნელმა მამარდაშვილი პირველ გუნდში დააწინაურა, სეზონის პირველ მატჩში „ხეტაფეს“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

საიმედო თამაშის შემდეგ „ვალენსიამ“ ახალგაზრდა მეკარეს სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმა.

წინა სეზონში ქართველმა მეკარემ 23 შეხვედრა ჩაატარა და 10-ში კარი „მშრალად“ შეინახა (560 წუთი გოლი არ გაუშვია). მამარდაშვილი ამჟამად არა მხოლოდ ლა ლიგის, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარედ არის მიჩნეული“, – წერს გამოცემა.

საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეთა ათეული ასეთია

ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, 23 წლის)

გევინ ბაზუნუ (საუთჰემპტონი, 20)

ილიან მელიე (ლიდსი, 22)

მარტენ ვანდევორტი (გენკი, 20)

ალბან ლაფონტი (ნანტი, 23)

დიოგო კოშტა (პორტუ, 23)

ლუკას შევალიე (ლილი, 21)

გაბრიელ სლონინა (ჩელსი, 18)

გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, 22)

ლუის მარჯინესი (ატლეტიკო ნასიონალი, 19)