Allenatore e staff: Rafa Benitez e il Napoli - Il Nuovo Calcioცნობილი ესპანელი მწვრთნელი, 62 წლის რაფა ბენიტესი 2013-15 წლებში „ნაპოლიში” მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, 2014 წელს, „პარტენოპეელებმა” იტალიის თასი და სუპერთასი მოიგეს. გუშინ, „ლა რეპუბლიკასთვის” მიცემულ ინტერვიუში ბენიტესმა სხვა თემებთან ერთად მიმდინარე სეზონსა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის შანსებზეც ილაპარაკა.

Min-Jae Kim of Napoli in action during a SSC Napoli training session on October 03, 2022 in Naples, Italy.დღევანდელ „ნაპოლიში” დარჩა რაიმე კვალი თქვენი 2013-15 წლების გუნდიდან?

მენტალიტეტი. გუნდი მხოლოდ კარგი შთაბეჭდილების მოხდენით თვით ჩემპიონთა ლიგაშიც კი არ კმაყოფილდება. მოგება უნდა. „ნაპოლის” წლების მანძილზე საუცხოო მწვრთნელები და კარგი ფეხბურთელები ჰყავდა.

შეძლებს „აძური” სკუდეტოს მოგებას?

ამის შესახებ შეგნებულად არაფერს ვიტყვი, მერე რომ არ დამაბრალონ გათვალაო. აშკარაა, რომ გუნდს სკუდეტოს მოგებისთვის საჭირო ყველა თვისება აქვს: ენთუზიაზმი, ფეხბურთელების ხარისხი, მიდგომა.

ნაპოლის რომელი ფეხბურთელები შეძლებდნენ პრემიერლიგაში თამაშს?

„ნაპოლის” ასეთი ყველა პოზიციაზე ჰყავს. ოსიმენი, მაგალითად, პრემიერლიგის ნებისმიერ გუნდს გამოადგებოდა.

„მილანი”, „იუვენტუსი”, „ინტერი”, „ატალანტა”, „რომა”, „ლაციო”… რომელი მათგანია „ნაპოლისთვის” ყველაზე საშიში?

„მილანმა” დიდი სამუშაო გასწია. „იუვეს” სათვალავიდან ამოღება არასდროს შეიძლება. „ინტერს” საუცხოო ფეხბურთელები ჰყავს. მაგრამ, „ნაპოლის” მთავარი მეტოქე „ნაპოლია”.

….

რომლის მწვრთნელობას ისურვებდით, მესის თუ მბაპესი?

საუკეთესო ფეხბურთელების მწვრთნელობა ყოველთვის დიდი გამოწვევაა. შენს ფეხბურთელს თხემით ტერფამდე უნდა იცნობდე. ჩვენი საერთო მეგობრის ხავიერ მასკერანოს წყალობით მესის შესახებ გარკვეული წარმოდგენა მაქვს: ის წარმოუდგენლად ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილა. მბაპეზე ვერაფერს მოგახსენებთ.

იტალიელებიდან?

„ნაპოლიში” გამიმართლა, რომ ლორენცო ინსინესთან ვმუშაობდი. თავის დროზე ანდრეა პირლოს დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი. დღევანდელებიდან მარკო ვერატი მომწონს. ის ჭკვიანი ფეხბურთელია, იცის მოედანზე რა აკეთოს.

იტალიის ნაკრები აგერ უკვე მეორედ მერ მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. რა პრობლემის წინაშე დგას იტალიური ფეხბურთი?

ნიჭიერ ახალგაზრდებს კლუბებში მეტი გასაქანი უნდა მისცეთ. ახალგაზრდის მხოლოდ იმიტომ წახალისება, რომ ის ახალგაზრდაა, რასაკვირველია შეცდომაა, მაგრამ თუ ხედავთ, რომ კაცი ნიჭიერია, მაშინ მეტი გაბედულებაა საჭირო.