დღე: დეკემბერი 17, 2022

Home 2022 დეკემბერი 17 (შაბათი)
შავმა ლომმა სუპერთასი დაიტოვა!
ჩანაწერი

შავმა ლომმა სუპერთასი დაიტოვა!

პირველმა ქართულმა პროფესიულმა სარაგბო ფრენჩაიზმა, რომელსაც შარშან ზაფხულში დიდი ნიკო ფიროსმანის შედევრის – შავი ლომის სახელი ეწოდა, წლეულს გაზაფხულზე მოპოვებული „რაგბი ევროპის“ სუპერთასი წლეულსვე ჩატარებულ მეორე გათამაშებაში არავის დაუთმო და ეს ჯილდო კიდევ მინიმუმ ერთი წლით თბილისში დადებულ ბინაში დარჩება. „ავჭალაზე“ კვლავ არ მივიდა მაყურებელი, ყოველ შემთხვევაში, ამ არენას ბევრად მეტი ქომაგიც უნახავს საკუთარ ტრიბუნაზე....

სხვა ტალახაძე
ჩანაწერი

სხვა ტალახაძე

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ლაშასგან ამას მიჩვეული ვართ. უჩვეულო მხოლოდ ის იყო, რომ ტალახაძეს ამჯერად გაუჭირდა და ტიტულის მოპოვება მხოლოდ მასზე არ იყო დამოკიდებული. 29 წლის ქართველმა ძალოსანმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა და კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში დასკვნით დღეს საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. ქართველ გოლიათს ტრავმა აწუხებდა და ამიტომაც იყო,...

ინფანტინომ ზელენსკის უარი უთხრა!
ჩანაწერი

ინფანტინომ ზელენსკის უარი უთხრა!

ფიფამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ გულშემატკივრებისთვის მიმართვის ნება არ დართო. პლანეტაზე ფეხბურთის უსტაბაშმა ჯანი ინფანტინომ თქვა, რომ ფეხბურთის მოედანი პროტესტის ადგილად არასდროს გადაიქცევა. ზელენსკის უნდოდა შემთხვევით ესარგებლა და „ლუსაილ სთედიუმზე” ვიდეომიმართვით ჩართულიყო.  

ხვიჩა ნიუკასლს მონდომებია
ჩანაწერი

ხვიჩა ნიუკასლს მონდომებია

როგორც იტალიური მედია წერს, „ნაპოლის” თავისი ვარსკვლავების კბილებით დაცვა და შენარჩუნება მოუწევს, რადგან მდიდარი უცხოური კლუბები მათზე ნადირობას სულ უფრო მეტად და მეტად შეეცდებიან. ბოლო ინფორმაციის თანახმად, „აძურის” ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია პრემიერლიგის კლუბს „ნიუკასლ იუნაიტედს” მონდომებია. ინგლისურმა „თაიმსმა” დაწერა: „ნაპოლის” მარცხენაფლანგელი ხვიჩა კვარაცხელია „ნიუკასლის” მთავარი მიზანია. 21 წლის ქართველს კლუბი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ფრთხილად...

მამარდას წინ კვლავ სუსტი დაცვაა
ჩანაწერი

მამარდას წინ კვლავ სუსტი დაცვაა

„ვალენსია” ახალი წლის საღამოს „ვილიარეალს” შეხვდება და ასე განახლდება მისთვის ესპანეთის ჩემპიონატი. როგორც AS წერს, ამ მატჩისთვის მოსამზადებლად „ღამურებმა” პირველი სერიოზული ამხანაგური შეხვედრა გამართეს — „ნოტინგემ ფორესტს” უმასპინძლეს და ორი უხეში შეცდომის გამო წააგეს. სწორედ „ვალენსია” და „ნოტინგემ ფორესტი” გახლდნენ ის გუნდები, რომელთაც 1961 წლის 13 სექტემბერს, „მესტალიაზე”, ისტორიაში პირველი საერთაშორისო შეხვედრა გამართეს. ეს იყო...