პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ეროვნული გუნდის მწვრთნელის თანამდებობას სუფთა სინდისით ვტოვებ. ქვეყნის ეროვნულ გუნდში მუშობა ნებისმიერი მწვრთნელისთვის პრივილეგიაა და ბედნიერ ვარ, რომ ეს პატივი მხვდა წილად. მინდა, ყველა ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო, ვისთანაც ვმუშაობდი. გადაწყვეტილებებს ყოველთვის გუნდის ინტერესების გათვალისწინებით ვიღებდი, ამიერიდან კი იმ მილიონობით ქომაგის გვერდით დავდგები, ვინც პორტუგალიის ნაკრებს გულშემატკივრობს“, – განაცხადა სანტუშმა.
68 წლის ფერნანდუ სანტუში პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2014 წელს დაინიშნა, მისი ხელმძღვანელობით პორტუგალია 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, 2019-ში კი ერთა თასი მოიგო.