მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი ამბობს, რომ ლიონელ მესიმ აუცილებლად უნდა მოიგოს ტიტული. ეს მან დაიმსახურა.

„თუ პრიორიტეტებს გავითვალისწინებთ, საფრანგეთის ნაკრებში ორი ჩემი რეალელი თანაგუნდელი თამაშობს (კამავინგა და ტჩუამენი) და მათ ვქომაგობ. მაგრამ, თუ სამართლიანები ვიქნებით, ისეთმა დიდებულმა ფეხბურთელმა, როგორიც ლიონელ მესია, უსამართლობაა ერთხელ მაინც არ მოიგოს მსოფლიო ჩემპიონობა. მან ეს დაიმსახურა“.

საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებთა შორის ფინალური მატჩი კვირას, 18 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

Messi magic in short supply as Kroos control sparks Madrid in Clasico win