ბოლო დღეებში ჰიბა აბუკმა, მაროკოს ნაკრების ლიდერის, აშრაფ ჰაქიმის მომხიბლავმა მეუღლემ, საზოგადოების ყურადღება მიიქცია. სოციალურ ქსელებში ბევრს კამათობენ მისი ჩაცმულობის შესახებ. მაგალითად ქალთა აქტივისტმა ტასლიმა ნასრინმა ჰიბა გაკიცხა, რადგან ის მუსლიმანია და არ აცვია ჰიჯაბი, ბურქა და ფარანჯა.
წყვილის ფოტოები კი ძალიან მოთხოვნადი გახდა მაროკოელ გულშემატკივრებს შორის.
მოგეხსენებათ, ჰაქიმი მაროკოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და 14 დეკემბერს მოქმედ ჩემპიონს, საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
ჰიბა პროფესიით მსახიობია. ძირითადად სერიალებში თამაშობს. მამა ლიბიელი ჰყავს, დედა ტუნისელი. თავად მადრიდში დაიბადა. ჰიბა 12 წლით უფროსია აშრაფზე.