მაროკომ მსოფლიოს ჩემპიონატიდან პორტუგალია დაიფრინა (1:0) და გახდა პირველი აფრიკული გუნდი, რომელიც ნახევარფინალში გავიდა.
არაბულ გუნდს ყატარში დიდი რაოდენობით გულშემატკივარი ახლავს, რომელმაც ადგილზე თავაწყვეტით იზეიმა, მაგრამ სიხარულის ტალღამ მთელი მსოფლიო მოიცვა. მაროკოელი ემიგრანტები მილანის ქუჩებსაც მოედნენ, სადაც ერთ-ერთი მათგანი დაჭრეს.
ეს ტუნისის გამზირზე, ბუენოს აირესის ქუჩის კვეთაზე მოხდა. დაზარალებული კისერში დანით დაჭრეს.
პირველი ინფორმაციის თანახმად თავდამსხმელი აღმოსავლეთ ევროპელი კაცი იყო. მან მიმალვა შეძლო. აფრიკელი საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ამბობენ, რომ მისი სიცოცხლე ჯერ კიდევ საფრთხეშია. მიმდინარეობს გამოძიება. ძალოვანი სტრუქტურები ქუჩებიდან ვიდეოჩანაწერებს აგროვებენ.