Messi and referee talk during the FIFA World Cup Qatar 2022 quarter final match between Netherlands and Argentina held at Lusail Stadium on December...არგენტინა კვლავ ნიდერლანდებთან გამარჯვებას ზეიმობს. „ალბისელესტემ” „ორანიეს” პირველად მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის ფინალში მოუგო, შემდეგ კი 2014 წლის ნახევარფინალში. და აი მესამე წარმატება — 2022 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში ძირითადი დროის 2:2 დასრულების შემდეგ ლეო მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა პენალტებით გაიმარჯვეს. არადა, არგენტინელები 2:0-ს იგებდნენ. ჰოლანდიელებმა პირველი საპასუხო გოლი 83-ე წუთზე შეაგდეს, 90+11 წუთზე კი გაათანაბრეს ანგარიში.

შეხვედრის მსაჯი გახლდათ ესპანელი ანტონიო მიგელ მატეუ ლაოსი, რომლის სამართლით ორივე მხარე უკმაყოფილო დარჩა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე მსაჯის კრიტიკისგან თვით მესიმ ვერ შეიკავა თავი.

„თამაშის წინ ვღელავდით, რადგან ვიცოდით ვინ დაგვინიშნეს მსაჯად, — თქვა სამხრეთ ამერიკელთა კაპიტანმა, — მნიშვნელოვანი შეხვედრის გასაძღოლად ასეთი არბიტრი არ უნდა დაენიშნათ. მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამ რანგის მატჩისთვის საჭირო კვალიფიკაცია არ ჰქონდა. ფიფაში უნდა ნახონ შეხვედრის ჩანაწერი და კარგად განიხილონ”.

შემდეგ, „პარი სენ ჟერმენის” ვეტერანი ვარსკვლავი მეტოქის მწვრთნელს, ლუი ვან გაალსაც გადაწვდა.

მესი: „ვან გაალს სურს ყველა დაარწმუნოს, რომ კარგ ფეხბურთს თამაშობს, სინამდვილეში კი მისმა გუნდებმა ბურთის წინ, შორს დარტყმის მეტი არაფერი იციან”.

და ბოლოს ნახევარფინალის შესახებ: „რთული შეხვედრა იქნება. ბრაზილიასთან ხორვატიამ დაამტკიცა, რომ დიდი გუნდია. ისინი წლებია ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მუშაობენ და ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ. გვიხარია ნახევარფინალამდე რომ გავედით, მაგრამ ურთულესი ნახევარფინალისთვისაც მზად ვართ”.