Denzel Dumfries of Netherlands vies with Tyler Adams of USA the FIFA World Cup Qatar 2022 Round of 16 match between Netherlands and USA at Khalifa...ჰოლანდიის ნაკრებისა და „ინტერის” მცველმა, 26 წლის დენზელ დუმფრიზმა NU.nl-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მთელი კარიერა გაიხსენა და თქვა, რომ თავიდან მისი არავის სჯეროდა, თვითონ კი ეჭვი არ ეპარებოდა, რომ დადგებოდა დღე, როდესაც ნაკრების ნარინჯისფერ ფორმას მოირგებდა.

„ჩემ გარშემო სულ ერთ-ორ ადამიანს თუ სჯეროდა, რომ ოცნებას ავიხდენდი. თვით მშობლებსაც კი არასდროს წავუხალისებივართ. პირიქით, მათ მიაჩნდათ, რომ ჩემი ზოგადი პიროვნული განვითარება ფეხბურთელის კარიერაზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო და აუცილებლად უნდა დამემთავრებინა სასწავლებელი, — თქვა „ორანიეს” ფეხბურთელმა არგენტინასთან მეოთხედფინალური შეხვედრის წინ, — ერთი სიტყვით, ფეხბურთის თამაში რომ შემეწყვიტა, ყველა კმაყოფილი დარჩებოდა. მთელს ოჯახში მე ვიყავი ერთადერთი, ვინც ფეხბურთს უყურებდა. ტელევიზორში სპორტული არხებიც კი არ გვქონდა. ჩემმა მშობლებმა ფეხბურთის ყურება მხოლოდ მას მერე დაიწყეს, რაც მე „სპარტაში” ამიყვანეს.

თავიდან, თამაშების დროს სრულიად ვიბნეოდი. შემდეგ ცოტა გამოვფხიზლდი, რაშიც ჩემმა ფსიქოლოგმა ანემიეკე ზეიერველდმა ითამაშა დიდი როლი. მე ამ ქალბატონის მადლობელი ვარ და მართალია, დღეს მის შესახებ არ უნდა მელაპარაკა, მაგრამ მაინც მინდა ვახსენო. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და როგორც ყველას, ჩემი სისუსტეები მაქვს. ვინ იცის ახლა მისმენს რომელიმე ახალგაზრდა და ფიქრობს, თუკი ამას ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი ამბობს, იქნებ მეც მიშველოს სპორტულმა ფსიქოლოგმა”.