ბელგიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ 31 წლის თავდამსხმელი ედენ აზარი ბელგიის ნაკრებიდან წავიდა.
„დღეს გადავშალე ახალი ფურცელი ჩემს კარიერაში, მივიღე ბელგიის ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება. მადლობა ყველას სიყვარულისა და თანადგომისთვის. მადლობა იმ შესანიშნავი პერიოდისთვის, რომელიც ერთად გავიარეთ 2008 წლიდან. ბელგიის ნაკრების ახალი თაობა მზად არის, რომ მომავალში წარმატებას მიაღწიოს. თქვენს გარეშე ძალიან მოვიწყენ“, – დაწერა აზარმა სოციალურ ქსელში.
აზარს ბელგიის ნაკრებში დებიუტი 2008 წლის 19 ნოემბერს ჰქონდა. მან ქვეყნის ეროვნულ გუნდში 126 თამაში ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 36 საგოლე პასი გააკეთა. 56 მატჩში ის ბელგიის ნაკრების კაპიტანი იყო.