ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა მონდიალის მეოთხედფინალში არგენტინასთან და ლიონელ მესისთან შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.
„სირთულე ის არის, რომ როცა ჩვენ ვუტევთ, მესი სადღაც კუთხეშია ჩასაფრებული. პარტნიორები ყოველთვის მას ეძებენ და სწრაფი კონტრშეტევებით ეცდებიან ფონს გასვლას. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ თამაშის ორგანიზების კუთხით.
ეს არ არის ვან დაიკი – მესის წინააღმდეგ, ან ნიდერლანდები მესის წინააღმდეგ თამაში. ეს არის არგენტინისა და ნიდერლანდების მატჩი. მესის ინდივიდუალურად ვერავინ შეაჩერებს. ამიტომ საგანგებო გეგმა გვჭირდება“, – ამბობს ვან დეიკი.
ნიდერლანდებისა და არგენტინის ეროვნული გუნდების მეოთხედფინალური მატჩი 9 დეკემბერს გაიმართება ქალაქ ლუსაილში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.