კაი ჰავერცი იძულებული იყო ორგანიზატორებისთვის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გამოერთმია და კამერების წინ ეპოზიორა, რამაც გამწარებულ გერმანელ გულშემატკივრებში ვნებათაღელვა გამოიწვია. „ჩელსის” თავდამსხმელმა კოსტა რიკას ორი გოლი გაუტანა. გერმანიამ 4:2 გაიმარჯვა, მაგრამ მაინც ჯგუფში ჩარჩა.
23 წლის ვარსკვლავსა და მის თანაგუნდელებს ჯგუფური ეტაპის შემდეგ შინ გამგზავრება უწევთ. E ჯგუფიდან, რომელშიც ისინი გამოდიოდნენ, მერვედფინალში იაპონია და ესპანეთი გავიდნენ. ჰავერცი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. მან თომას მიულერი შეცვალა და ზედიზედ ორი გოლი გაიტანა, რის წყალობითაც 1:2 ჩამორჩენილი „ბუნდესმანშაფტი” 3:2 დაწინაურდა. ასეთი წარმატებული თამაშისთვის თავდამსხმელმა „ბუდვაიზერის” ჯილდო მიიღო.
ფოტომ, სადაც მას ლუდსახარშის პრიზი უჭირავს, სოციალური ქსელები მოიარა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია. იყო ბევრი დაცინვაც.