28 ნოემბრის დილას NBA-ში ორივე ქართველმა ითამაშა და ორივეს დრო ჯამში 15 წუთი გამოვიდა. „ინდიანა პეისერსი“ „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ ესტუმრა და 110:114 დამარცხდა.
ბითაძემ მოედანზე 7.52 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 5 ქულითა და 1 მოხსნით გამოიჩინა. ჩვენებურნმა 2-დან 2 ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. თუმცა, 8 წუთში ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ისევ სკამზე დააბრუნეს.
„ინდიანა“ 11 მოგებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი, 29 ნოემბერს, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
7.12 წუთი ანდეს პარკეტზე სანდრო მამუკელაშვილს, რომლის „მილუოკიმ“ „დალასს“ 124:113 მოუგო. სანდრომ მხოლოდ ერთხელ შეუტია კალათს და ვერ ჩააგდო. მისმა მონაგარმა მხოლოდ 2 მოხსნა შეადგინა. „მილუოკი“ 14 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი, 1 დეკემბერს, „ნიუ იორკ ნიკსთან“ ელის.