The words No Surrender' were written across an outline map of Kosovo, a former province of Serbiaფიფამ გამოძიება წამოიწყო. მიზეზი: სერბეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ბრაზილიასთან შეხვედრის დღეს თავიანთ გასახდელში კოსოვოს შეურაცხმყოფელი „დროშა” გამოფინეს. ფოტომ სოციალური ქსელები მოიარა. კერძოდ, სერბებმა ორ კარადაზე გადაჭიმეს ის რასაც უფრო პლაკატი შეიძლება ვუწოდოთ, რადგან მასზე გამოსახული იყო სერბეთის დროშის ფერებით შევსებული კოსოვოს დროშის კონტურები.

სერბეთსა და კოსოვოს შორის ბოლო დროს ხელახლა დაიძაბა ურთიერთობა. ასეთ ვითარებაში ყატარის გასახდელიდან გავრცელებულმა ფოტომ ცეცხლზე ნავთი დაასხა.

სერბებმა „დროშა” „ვერდერის” 27 წლის მცველის მილოშ ველიკოვიჩისა და პაოკის 26 წლის გარემარბის ანდრია ჟივკოვიჩის კარადებზე გადაჭიმეს. მის თავზე ეწერა სიტყვები: არ დავნებდებით!

ამდაგვარი დროშა სერბმა გულშემატკივრებმა ბრაზილიასთან შეხვედრის დროს ტრიბუნებზეც გამოფინეს.

კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ საპროტესტო წერილი გამოაქვეყნა.

მოკლედ შეგახსენებთ კონტექსტს: 2008 წელს კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სერბეთმა, კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარა.

კოსოვოს მხარს უჭერს დასავლეთი და ნატო, სერბეთს — რუსეთი.

ბოლო პერიოდის გამწვავება საავტომობილო ნომრებთან იყო დაკავშირებული. კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობენ სერბები, რომლებიც სერბეთის მიერ გაცემული სარეგისტრაციო ნომრებით დადიან. კოსოვოს მთავრობამ მათ ნომრების გამოცვლა მოსთხოვა, რამაც ბელგრადი აღაშფოთა. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შემდეგ აშშ-ის ჩარევით კონფლიქტი თითქოს შენელდა, მაგრამ ეს აშკარად დროებითია.

Serbian fans held the same flag in the stands while watching their team's defeat to Brazil on Thursdayევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ თუ მხარეები საერთო ენას ვერ გამონახავენ, შესაძლოა კვლავ ატყდეს ის სისხლისმღვრელი ომი, რომელიც 23 წლის წინ მძვინვარებდა.

სერბეთის ნაკრები მეორე ტურში კამერუნს ხვდება, თამაში ხვალ, საქართველოს დროით ხვალ, 14 საათზე გაიმართება.

სერბებს ბოლო თამაში შვეიცარიასთან 2 დეკემბერს, 23 საათზე უწევთ.