ყატარში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც მდიდარია როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა მომხდარი უცნაური ამბებით. „კორიერე დელო სპორტმა” მაგალითად, ყურადღება მიაქცია ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ფეხბურთელის, 24 წლის ვესტონ მაკკენის საქციელს, რომლითაც მან ინგლისთან შეხვედრაში „გამოიჩინა” თავი. იტალიური გაზეთის ასეთი ყურადღება მაკკენისადმი გასაგებია, ნახევარმცველი ხომ „იუვენტუსში” თამაშობს.

ქვემოთ გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ჩანს თუ რა გააკეთა მაკკენიმ და სიტუაციის ზედმეტი ახსნით თავს არ შეგაწყენთ. ვიტყვით მხოლოდ, რომ ამერიკელმა მაშინ იუზრდელა, როდესაც ბურთი მოედანს მიღმა გადავარდა და აუტის მოსაწოდებლად ხელების ოფლისგან გამშრალება დაჭირდა.

დავძენთ, მაკკენიმ დაუყოვნებლივ, სტადიონზევე გამოიწვია აღშფოთება და დაუყოვნებლივ შეიქმნა სლოგანი: „პატივი ეცით ფოტორეპორტიორებს და ყველას, ვინც მუშაობს!”