სენეგალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალიუ სისემ, გუნდის ლიდერის, სადიო მანეს ტრავმის შესახებ ისაუბრა.
„უპირველესად სადიოს თანავუგრძნობ. მაგრამ ეროვნული გუნდის მდგომარეობაც მაშფოთებს. ცხადია, მანეს ჯანმრთელობა მთავარია, მაგრამ არ დავმალავ მის მნიშვნელობას ჩვენი გუნდისთვის. მწვრთნელი ხშირად გუნდს მის ლიდერებზე აწყობს.
რა გაეწყობა, გვყავს ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეები, რომლებიც თავს არ დაზოგავენ და შეუძლიათ გააძლიერონ თამაში. ადრე მათ მანეს გარეშეც უთამაშიათ წარმატებით“.
სენეგალის ნაკრები მუნდიალის პირველ მატჩს დღეს გამართავს ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. შეხვედრა თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.