ნოვაკ ჯოკოვიჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. 35 წლის სერბმა ATP-ს წლის შემაჯამებელი ტურნირი მეექვსედ მოიგო და ამ მაჩვენებლით, შვეიცარიელი ლეგენდის, როჯერ ფედერერის შედეგი გაიმეორა.
ჯოკოვიჩს წლის შემაჯამებელი ტურნირი ბოლოს 7 წლის წინ ჰქონდა მოგებული.
ტურინში ნოლემ მთელი ტურნირი დაუმარცხებლად ჩაატარა: ჯგუფურ ეტაპზე ბერძენ სტეფანოს ციციპასს (6:4, 7:6), რუსებს – ადრეი რუბლიოვსა (6:4, 6:1) და დანილ მედვედევს (6:3, 6:7, 7:6) მოუგო, მეოთხედფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიცი (7:6, 7:6) დაამარცხა, ფინალში კი – ნორვეგიელი კასპერ რუუდი (7:5, 6:3).
ჯოკოვიჩმა სეზონში მე-5, კარიერაში კი, 91-ე ტიტული მოიგო. მასზე წინ მხოლოდ ჯიმი კონორსი (109), როჯერ ფედერერი (103), ივან ლენდლი (94) და რაფაელ ნადალი (92) დგანან. აქედან მოქმედი ჩოგბურთელი მხოლოდ ნადალია…