„ლივერპულისა“ და ნიდერლანდების ნაკრების მცველი, ვირჯილ ვან დაიკი, ამბობს, რომ ფიფას აკრძალვის მიუხედავად, მაინც გაიკეთებს ლგბტ თემის მხარდასაჭერ სამკლავურს (OneLove).
„ხვალ მინდირზე OneLove სამკლავურით გავალ. არაფერი შეცვლილა ჩვენი ამ თემისადმი დამოკიდებულების მხრივ. თუ ყვითელ ბარათს მივიღებ, მაშინ გუნდში საკითხის განხილვა მოგვიწევს, რადგან არ მიყვარს ტურნირის გაფრთხილებით დაწყება“.
შეგახსენებთ, რომ ფიფამ, ამას წინათ ინგლისელთა კაპიტანს, ჰარი კეინსაც აუკრძალა ლგბტ თემის მხარდასაჭერი სამკლავურის ტარება.
ნიდერლანდების ნაკრები ყატარის მუნდიალის პირველ მატჩს დღეს, 21 ნოემბერს გამართავს სენეგალის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ.