17 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ქალაქ შარჯაში ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ. ამ შეხვედრისთვის მზადება ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა 14 ნოემბერს, თბილისში არასრული შემადგენლობით დაიწყო, ვილი სანიოლის განკარგულებაში მყოფმა 15-მა ფეხურთელი ილია კოკაიას სახელობის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა:
მეკარეები გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი)
მცველები სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), ჯემალ ტაბიძე (“დინამო”, თბილისი)
ნახევარმცველები და თავდამსხმელები საბა ლობჟანიძე („ჰათაისფორი“, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – „ლეხი“, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი), ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი (ორივე – „დინამო“, ბათუმი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“, საქართველო), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, თურქეთი).
მაროკოსთან მატჩს ტრავმის გამო „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებს.
ვილი სანიოლი: „კვარაცხელიას ზურგის ტრავმა აქვს. იმედი მაქვს, რომ კარგად დაისვენებს და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სეზონის განახლებას კარგ ფორმაში შეხვდება.