გავლენიანი მილანური გაზეთი „ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „აძურის” ორი თავდამსხმელით, ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენითა და ქართველი ხვიჩა კვარაცხელიათი შეიძლება ხელი მოითბოს.

„ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს მსოფლიოს ყველაზე მძლავრი კლუბები აკვირდებიან — „ლივერპულით” დაწყებული, „მანჩესტერ იუნაიტედით” გაგრძელებული და „რეალით” დამთავრებული. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ დღეს, როდესაც „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი აუქციონს გახსნის, უნდა ველოდოთ, რომ ვაჭრობა თითოეული მათგანზე 100 მილიონი ევროს ფარგლებში გაიმართება”, — წერს 1896 წლიდან ვარდისფერ ფურცელზე გამომავალი გაზეთი.