საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს. საამისოდ, ილიას ზუროსის გუნდმა რეიკიავიკში დიდი ბრძოლა გადაიტანა და ისლანდიის ნაკრები 88:85 დაამარცხა.
მატჩის ბედი ბოლო წამებეზე გადაწყდა. მანამდე დიდი დრო საქართველოს ნაკრები ლიდერობდა. ხანდახან სხვაობა 10 ქულასაც აღწევდა. თუმცა, ისლანდიელები არ ნებდებოდნენ და ახერხებდნენ სხვაობის შემცირებას, ხოლო მესამე მეოთხედის შუაწელში სულაც წინ გავიდნენ.
დარჩენილ დროში ისლანდია შვიდი ქულითაც გვიგებდა, მაგრამ მიშა ბერიშვილის სამქულიანებისა და თორნიკე შენგელიას კარგი თამაშით მატჩის ბედი შემაოტრიალა.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო წამები უკეთ ჩაატარა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ჩვენს გუნდში საუკეთესო შენგელია იყო – 27 ქულა და 12 მოხსნა. დუდა სანაძემ 13 ქულა მოინაგრა, თად მაკფადენმა – 12, ხოლო გიორგი შერმადინის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. მომდევნო მატჩი ილიას ზუროსის გუნდს 14 ნოემბერს შინ, იტალიის ნაკრებთან ელის.