„ნაპოლის” ჩრდილო მაკედონიელმა ნახევარმცველმა ელიფ ელმასმა Radio Kiss Kiss Napoli-ს ინტერვიუ მისცა, სადაც რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

…რაც აქამდე გავაკეთეთ, შესანიშნავი იყო. ჩვენ მშვენიერ ფეხბურთს ვთამაშობთ. იმედი მაქვს, ბოლომდე ასე გავაგრძელებთ…

… კიმთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. ის თურქეთში თამაშობდა. კორეელი ძალიან კარგი ბიჭი და ძლიერი ფეხბურთელია…

…„ემპოლისთან” შეხვედრაში სირთულეების მიუხედავად სიმშვიდე შევინარჩუნეთ. არადა, კარგა ხანს გოლის გატანა გვიჭირდა. საბედნიეროდ, ჩვენს გუნდში ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია თავზე აიღოს თამაში და მისი ბედი გადაწყვიტოს. ასე მოხდა „მარადონაზე” ტოსკანელებთან შეხვედრაშიც. ჩვენ ყველა ვინდომებთ, კარგად ვვარჯიშობთ, მწვრთნელის მითითებებს მივდევთ და ვცდილობთ მაქსიმუმი შევძლოთ…

…„ატალანტასთან” მნიშვნელოვანი სამუშაო შევასრულე. ვცდილობდი არაფერი შემშლოდა, რადგან ვიცოდი, რომ ეს გადამწყვეტი იქნებოდა. ბერგამოელების დამარცხება ძნელი არ იყო, მაგრამ საკუთარი ძალების გვწამდა. ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან გავიტანდით. სტუმრად „ატალანტასთან” ყველა კი ვერ იგებს…

…„უდინეზესთან” თამაშს მომზადებულები ვხვდებით. ვიცით, რომ ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნება და ამიტომ გამარჯვება გვსურს. ჩემპიონატის პირველი ნაწილი სამი ქულით უნდა დავამთავროთ…

…მოდი, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „აინტრახტთან” თამაშზე ჯერ ნუ ვიფიქრებთ. მანამდე დიდი დროა. ახლა ჩვენი ამოცანა „უდინეზესთან” შეხვედრაა”…

…ჩემპიონატი წყდება, მაგრამ ეს ცუდი არ არის. პირიქით, რამდენიმე დაშავებული ფეხბურთელი გამოჯანმრთელდება და დარჩენილ შეხვედრებში კარგად ითამაშებს…

…მწვრთნელმა „ატალანტასთან” შეხვედრამდე ორი საათით ადრე გამაკვირვა. მეგონა, არ მათამაშებდა, მაგრამ ლუჩანო სპალეტი დამელაპარაკა და მყისიერად მზად აღვმოჩნდი…

…კვარაცხელია თერაპიითაა დაკავებული. იმედი მაქვს, მოედანზე რომ დაბრუნდება კარგად გააგრძელებს. აქამდე ის არაჩვეულებრივი იყო…

…ჩვენ ყველანი ბავშვობიდან ვოცნებობთ ჩემპიონობაზე. იმედი გვაქვს, რომ ჯადოსნურ ქალაქ ნეაპოლში ოცნებებს ავიხდენთ და ისტორიას დავწერთ…