დიდი სლემის 22-გზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფავორიტების ვინაობა დაასახელა.

„ძნელი საკითხია. რთულია რაიმეს პროგნოზირება. ფავორიტები ალბათ, როგორც ყოველთვის, ბრაზილია, არგენტინა, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია და ესპანეთი იქნებიან. თუმცა ყოველთვის არის შანსი, რომ ვიღაც სიურპრიზს შემოგვთავაზებს“, – თქვა რაფამ, ვინც ინგლისი და ნიდერლანდები არც კი ახსენა და ამით ბევრი გაანაწყენა.

ყატარის მონდიალი შეგახსენებთ, 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბრამდე გასტანს.

Rafa Nadal, with the important | Cantabria Labs