NBA-ში ისტორიული მატჩი შედგა: ბითაძე VS მამუკელაშვილი | imedinews10 ნოემბრის დილას ის იშვიათი შემთხვევა მოხდა, რასაც ხშირად ველით – NBA-ს პარკეტზე ორმა ქართველმა ითამაშა. თუმცა, გოგა ბითაძესაც და სანდრო მამუკელაშვილსაც მცირე დრო დაეთმოთ.

ბითაძის „ინდიანა“ შინ „დენვერს“ დაუხვდა და 119:122 დამარცხდა.

გოგა ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 6.38 წუთი გაატარა. მან მხოლოდ 2 ქულა და თითო მოხსნა-პასი ჩაიწერა აქტივში. პასივში კი, 2 დაკარგვა და 2 ჯარიმა ჰქონდა. გოგამ სამი ორქულიანიდან 1 გამოიყენა, პერიმეტრიდან კი ერთხელ ესროლა და ააცილა. „ინდიანას“ 5 მოგება და 6 მარცხი. ამ მაჩვენებლით გუნდი კონფერენციაში მერვე ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი, 13 ნოემბერს „ტორონტოსთან“ აქვს.

6.10 წუთი დაეთმო მამუკელაშვილს, რომლის „მილუოკიმ“ ოვერტაიმში სტუმრად „ოკლაჰომას“ მოუგო – 136:134. „მამუს“ ქულა არ ჰქონია, მცდელობა კი – თითო სამქულიანი და ორქულიანი ააცილა. სამაგიეროდ, ფარიდან ბურთი 3-ჯერ მოხსნა. მილუოკელებს 10 მოგება და 1 მარცხი აქვთ. შედეგად, კონფერენციას ლიდერობენ. მომდევნო შეხვედრა მამუკელაშვილის გუნდს 12 ნოემბერს, „სან ანტონიოსთან“ უწევს.