Gerard Pique of FC Barcelona thanks the FC Barcelona supporters for his last game during the La Liga Santander match between FC Barcelona v UD...„ტვიჩი” პირდაპირი ტრანსლაციების სერვისია, ხოლო იბაი ლიანოსის „ტვიჩი” ინტერნეტ ვარსკვლავ იბაი ლიანოს ეკუთვნის და მას 11,1 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევით, რომ „ბარსელონას” ლეგენდამ ჟერარდ პიკემ პამპლონაში ფეხბურთიდან (წითელი ბარათით) წასვლის მეორე დღეს სწორედ იბაის გასცა კითხვებზე პასუხები, რომელთა შემოკლებულ ვარიანტს ქვემოთ მოვიყვანთ.

Gerard Pique of FC Barcelona thanks the FC Barcelona supporters for his last game during the La Liga Santander match between FC Barcelona v UD...„ბარსელონას” პრეზიდენტობა: აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მე „ბარსას” პრეზიდენტობა მომინდება, თუმცა ამწუთას ასეთი რამ თავში არ მიტრიალებს. დღეიდან მე ვიწყებ ახალ ცხოვრებას, როდესაც ყოველდღიური ვარჯიშებისა და ყოველ უქმეებზე თამაშებისგან თავისუფალი ვიქნები და ეს აზრების მოკრებაში დამეხმარება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. ძალიან მინდა ჩემი ცხოვრების მთავარმა კლუბმა თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოამჟღავნოს.

Gerard Pique of FC Barcelona react as they speak to the fans after the LaLiga Santander match between FC Barcelona and UD Almeria at Spotify Camp Nou...რატომ წახვედით: მე შევხვდი ჩავის. მან მითხრა, რომ ჩემი წასვლა მისთვის ძნელი იქნებოდა. არადა, სეზონის დაწყებიდან ათასი ეჭვი მიტრიალებდა თავში და საბოლოოდ ვიფიქრე, რომ პაუზა, რომელიც ახლა დგება, წასვლისთვის საუკეთესო მომენტი იყო. უფრო ადრეც შეიძლებოდა წავსულიყავი, მაგრამ ტრავმებმა არ მომცა გამოსათხოვებლად მოედანზე გასვლის საშუალება. ვერც „ელჩესთან” ვითამაშე და ვერც „ვალიადოლიდთან”. არადა, წასასვლელად კარგა ხანია მზად ვარ. ტკივილის გამო კი არა, უბრალოდ ვგრძნობდი, რომ აქ ჩემი ადგილი აღარ იყო. თან, ბიჭებს დაერია ტრავმები და იძულებული გავხდი გამოთხოვება ამ მიზეზითაც გადამედო. საბოლოოდ, საკუთარ თავს თარიღი დავუთქვი: სეზონის წყვეტა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ იწყება.

მსაჯის ხილ მონსანოს შეურაცხყოფა ბოლო შეხვედრაში: ამიერიდან თავისუფალი ვარ. ფეხბურთის თამაშს თავი დავანებე და აღარ ვარ ვალდებული დიპლომატიური პასუხი გაგცეთ. პირდაპირ გეტყვით, მე მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. მოგიყვებით, როგორც იყო: „ოსასუნასთან” შეხვედრის პირველ ტაიმში მსაჯობამ ძალიან დაგვაზარალა. მეტოქის გოლის დროს კუთხური არ უნდა დანიშნულიყო, პირიქით ჯარიმა უნდა ყოფილიყო ჩვენს სასარგებლოდ. გარდა ამისა, რობერტ ლევანდოვსკის პირველი ყვითელი ბარათი სულ ტყუილად აჩვენეს. ამიტომ, შესვენებისას მე მსაჯთან ამ ეპიზოდებზე ლაპარაკი გადავწყვიტე. როდესაც გვირაბში შევედით, მასთან მივედი და ვუთხარი, რომ ის გვაზარალებდა, მონსანომ კი კარლეს ნავალს ჩემზე მიუთითა და დამაბრალა, რომ შეურაცხყოფა მივაყენე. არადა, მე მისთვის ცუდი არაფერი მითქვამს. მან კი გამაძევა. და რაკიღა უკვე გაძევებული ვიყავი, გასახდელშიც შევედი. მარტო არ ვიყავი. და იქ, ერთმა ვინც შემოვიდა, ხილ მონსანოს უთხრა ის სიტყვები, რომლებიც მე დამბრალდა (ბილწი ფორმით შეურაცხყო არბიტრის დედა), არადა მე მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ის მუდა მერთსა და იმავეს გვიკეთებდა.

„ატლეტიკოს” ინტერესი: მას ვინც ეს ჭორი დაყარა, წარმოდგენა არ აქვს ლაპარაკობს. როგორ შეიძლება მე სიმეონეს ხელმძღვანელობით ვივარჯიშო. არ ვიცი სიმეონე თუ ითამაშებდა ჩემთან ერთად, მაგრამ ამას აღარც აქვს მნიშვნელობა, რადგან მე უკვე ვთქვი, რომ სხვა გუნდის მაისურს არ ჩავიცვამ. მითუმეტეს, „ატლეტიკოს” მაისურს, რომელსაც „ბეტისის” მსგავსად დაცვიდან უყვარს თამაში. ნამდვილად სასაცილოა.

შაბათს გამართული გამოსათხოვარი მატჩი: „ალმეირასთან” სანახაობრივი მოვლენა შედგა. ასეთ რამეს არ ველოდი. მე გულშემატკივარს გულით მივმართე, რადგან მათ დიდ პატივს ვცემ. ზოგადად გამოთხოვება არ მიყვარს და რაც მოხდა, გამოთხოვებად არც მიმაჩნია. ძალიან კმაყოფილი წავედი.

ესპნეთის ნაკრების წინასწარ სიაში: მე არაფერ შუაში ვარ. ვიღაცამ რაღაცა თქვა და სულ ეს არის.  ყველაფერი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციიდან მოდის. არავისთან არაფერზე მილაპარაკია. ზოგი რას აქვეყნებს და ზოგი რას. ისიც კი არ ვიცოდი, როდის უნდა გამოეცხადებინათ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიმავალთა გვარები. ამ თემაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მე ფეხბურთიდან წავედი.

სერხიო რამოსი: მე ძალიან მომეწონა ის გამოსათხოვარი სიტყვები, რომლითაც სერხიომ მომმართა. მე მინდა მას საპასუხოდ მივწერო და როცა შევძლებ მივწერ კიდეც.

მედია: თუ AS-მა და „მარკამ” პირველ გვერდებზე გამომჭიმეს, ეს სახალისოა. ესე იგი მე მათ ტირაჟისთვის ვჭირდები. ეს შოუს ნაწილია. საერთოდ, ეს ყველაფერი დიდი შოუა. იმ მომენტიდან მოყოლებული, როდესაც „კამპ ნოუს” პარკინგზე ფეხს შედგამ, წასვლის დღემდე შენ მსახიობი ხარ. შენ ხარ იმ შოუს ნაწილი, რომელიც მოედანზე მიმდინარეობს, მაგრამ მის მიღმა… თუმცა, დღევანდელ ხალხს მოედნის მიღმა მიმდინარე ამბები უფრო აინტერესებს, ვიდრე ის, რაც მინდორზე ხდება.

სუპერლიგა: ვეთანხმები ფლორენტინო პერესს, რომ დღეს ფეხბურთში უკვე ყველაფერი სხვანაირად მუშაობს, თუმცა სუპერლიგის პრეზენტაცია დიდი განავალი იყო. მეორე მხრივ, ის რაც ფლორენტინომ გააკეთა მოსაწონია. ვფიქრობ, დაწესებული ნორმები უნდა შევცვალოთ, ოღონდ ისიც მესმის, რომ ეს ძნელი საქმეა, რადგან  ახლანდელი ნორმები დიდი ხნის დაწესებულია. საბოლოოდ კი, ცვლილებები ყველა სახეობაში ხდება.

შეთავაზებები: ჩემი კლუბი „ბარსაა” და ამიტომ, სხვაგან წასვლაზე არც მიფიქრია. 28 წლისა რომ ვიყავი, მაშინ რომ ეთქვა „ბარსას” ჩემთვის კონტრაქტს აღარ გიგრძელებო, სხვაგან მაინც არ გადავიდოდი. სხვათა შორის, კარიერის განმავლობაში „მანჩესტერ იუნაიტედსა” და „სარაგოსაში” მაქვს ნათამაშევი. 21 წლის ვიყავი „იუნაიტედი” რომ დავტოვე და „ბარსაში” გადავედი. არადა, მაშინ „იუვენტუსი” მეტს მთავაზოდა.

17 წლის ვიყავი, როდესაც „იუნაიტედმა” დიდი ხელფასი შემომთავაზა. მაშინ მე „ბარსელონას” ვუთხარი, რომ წასვლა არ მინდოდა, მაგრამ ვერ დამაფასეს და ამიტომ წავედი.