Giorgi Mamardashvili of Valencia CF competes for the ball with Robert Lewandowski, Ferran Torres and Raphinha of FC Barcelona during the LaLiga...სადაცაა ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება ანუ საკლუბო ფეხბურთი ერთი თვით შეჩერდება. პაუზა მართლაც უცნაურ დროს უწევს, ჯერ ხომ სეზონის შუაც არ არის, გუნდებს კი ფაქტობრივად ხელმეორე პრე-სეზონი ექნებათ. შემდეგ დაიწყება დაუნდობელი მარათონი — იანვრიდან ივნისამდე. ასეთმა უჩვეულო ვითარებამ  Transfermarkt-ს სეზონის პირველი ნაწილის შეჯამების შესაძლებლობა მისცა. ზოგი ფეხბურთელი გაძვირდა, ზოგის ფასმაც პირიქით, დაიკლო.

„ვალენსია”, რომელშიც ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, ესპანური ლა ლიგის ოცდაათ უძვირეს ფეხბურთელთა შორის არის წარმოდგენილი.

„ღამურებიდან” მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდის კაპიტანი, ხოსე გაია მიემგზავრება. superdeporte წერს, რომ გაია, რომელმაც კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, მუდმივი ზრდის პროცესშია. Transfermarkt-ის შეფასებით მისმა ფასმა აგვისტოდან ნოემბრამდე პერიოდში 5 მილიონი ევროთი მოიმატა: მარცხენა მცველი 35 მილიონი ღირდა და 40 მილიონი გახდა. ის ახლოს არის საკუთარ რეკორდთან — 2019 წელს, „სამეფო თასის” მოგების შემდეგ გაია 50 მილიონად ფასობდა.

„ჩეებისგან” 6 და 5 მილიონი ევროთი გაძვირდნენ პორტუგალიელი ანდრე ალმეიდა და მამარდაშვილი. ისინი ტოლები არიან, 22 წლისანი. გიორგის ფასი Transfermarkt-ის ვერსიით 25 მილიონი ევროა. ახლა ის ასევე 22 წლის უგო გილამონთან ერთან თანაგუნდელებს შორის სიძვირით მეორეა. რაც შეეხება ალმეიდას, პორტუგალიელი 14 მილიონად ფასდება.

ლა ლიგის ფეხბურთელთა შორის ყველაზე მკვეთრად „რეალის” ნახევარმცველი ფედე ვალვერდე გაძვირდა. მისმა ფასმა 20 მილიონით მოიმატა. მერე მოდიან ბარსელონელები ოსმან დემბელე და პედრი, მათთან ერთად არის რეალის როდრიგოც — 10 მილიონი. შემდეგაა ბრიას მენდესი „რეალ სოსიედადიდან” (8 მილიონი), „სელტას” გაბრი და „ბარსას” ალეხანდრო ბალდე (7). მათ მოსდევს ზემოხსენებული ალმეიდა და ბოლოს მოდის 5 მილიონით გაძვირებული 8 ფეხბურთელი, მათ შორის მამარდაშვილი, ქარიმ ბენზემა „რეალიდან”, ბორხა იგლესიასი „ბეტისიდან”, გაია და სხვანი.