ბაქოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაციამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. არადა, უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ, მამადალი მეჰდიევს მოუგო და კვარცხლბეკზე შედგა.
მაისურაძემ მედლამდე ასევე აზერბაიჯანელ ნიჰად შიჰალიზადას მოუგო, შემდეგ მონღოლი მუნგხიაარ ბატოგტოხი და ყირგიზი ერლან შეროვი მიაყოლა, მაგრამ ნახევარფინალში შვედ მარკუს ნიმანთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა.
100 გილოგრამამდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ყაზახი იერკანატ მოლდაგულოვი კი დაამარცხა, მაგრამ თავად უზბეკ ოტაბეკ ტურაბოევთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
მძიმე წონაში ორი მონაწილე გვყავდა – გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი. ტურნირის მთავარი ფავორიტი თუშიშვილი მედალზე ფიქრს პირველივე ბრძოლაში დაემშვიდობა, როდესაც მსაჯებმა მასპინძელ ჯამალ გამზატხანოვთან სახიფათო ილეთის შესრულებისთვის მოხსნეს.
ინანეიშვილიც მედლის გარეშე დარჩა და მისგანაც მეტს ველოდით. საბამ სლოვაკ მარიუს ფიზელს მოუგო, მაგრამ ტაჯიკ ტემურ რახიმოვთან დამარცხდა და რეპეშაჯში გადაინაცვლა, სადაც უკვე უნგრელ რიჩარდ სიპოშთან წააგო. ქალთა მძიმე წონაში სოფიო სომხიშვილმა პირველივე ბრძოლა სერბ მილიცა ზაბიჩთან წააგო, რეპეშაჟში კი, თურქ სებილე აკბულუტთანაც დამარცხადა უმედლოდ დარჩა.