წყალბურთელთა შორის 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ტურნირის 16 საუკეთესო გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას 15 ნოემბერს დაიწყებს.
A ჯგუფი: „პრო რეკო“ (იტალია), „ბარსელონეტა“ (ესპანეთი), „ვასპო ჰანოვერი“ (გერმანია), „რადნიჩკი“ (სერბეთი), „დინამო თბილისი“ (საქართველო), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), „ვულიაგმენი“ (საბერძნეთი), „იადრანი“ (ხორვატია).
B ჯგუფი: „ნოვი ბელგრადი“ (სერბეთი), „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „მარსელი“ (საფრანგეთი), „იუგი“ (ხორვატია), „საბადელი“ (ესპანეთი), „შპანდაუ 04“ (გერმანია), „OSC-ბუდაპეშტი“ (უნგრეთი), „ბრეშა“ (იტალია).
A ჯგუფიდან, ფინალური ეტაპის საგზურს 4 საუკეთესო მიიღებს, ხოლო B ჯგუფში 3 საგზურისთვის იბრძოლებენ, ვინაიდან მე-4 ამ შეჯიბრების გადამწყვეტი პაექრობების მასპინძელ “ნოვი ბელგრადს” აქვს დაბევებული.
ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრას თბილისის „დინამო“ 15 ნოემბერს, თბილისში, ესპანური „ბარსელონეტას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.