May be an image of 12 people and textმსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტური ნოემბერშია დაგეგმილი. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები ელის – ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული გუნდი 11 ნოემბერს ისლანდიაში ითამაშებს, ხოლო 14-ში იტალიას გაეჯიბრება.

მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 7 ნოემბერს პირდაპირ ისლანდიაში შეიკრიბება, სადაც ნაკრების წევრები იმ ქვეყნებიდან ჩავლენ, სადაც ამჟამად იმყოფებიან.

ჩვენი გუნდი რეიკიავიკში 4 დღე ივარჯიშებს. ისლანდიასთან მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლაში ჩვენი უშუალო კონკურენტია. ისლანდიას საქართველოზე ერთით მოგებით მეტი აქვს და ყველაფერი იქით მიდის, რომ ჩვენი ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 საგზურს ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი მიიღებს.

დიდი ალბათობით, ჯგუფის ლიდერებს – ესპანეთსა და იტალიას პრობლემა არ შეექმნებათ. ისლანდიაში საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელია დაუბრუნდება, რომელმაც წინა საკვალიფიკაციოს ფანჯრის დროს მხრის ტრავმა მიიღო და მწყობრში ახლახანს ჩაგდა.

ერთია, შენგელია ნაკრებში ჩასვლამდე იტალიურ კლუბს სერია A-სა და ევროლიგის მატჩებში დაეხმარება, ხოლო ნაკრებს რეიკიავიკში 10 ნოემბერს შეუერთდება.

ორი დღით ადრე, 8 ნოემბერს ჩავლენ ისლანდიაში ესპანეთში მოთამაშე ჩვენები – გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი.

იმ 12 კალათბურთელს, რომლებიც ისლანდიას დაუპირისპირდებიან, ილიას ზუროსი თამაშის წინა დღეს დაასახელებს. ზუროსი ისლანდიაში სულ 14 კალათბურთელს იახლებს: რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, თად მაკფადენი, ალექსანდრე ფევაძე, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, გიორგი ცინცაძე.