„ლივერპულის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ ჯუდ ბილინგემი კლუბის ახალი სახე გახდეს. მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, მერსისაიდელები მზად არიან „დორტმუნდის“ 19 წლის ნახევარმცველში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ.
თუმცა, წითლებს დიდი კონკურენციის გადალახვა მოუწევთ. ევროპული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავით ასევე მადრიდის „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ არიან დაინტერესებული.
„დორტმუნდი“ ჯუდში 150 მილიონს ითხოვს. ბრიტანლი ჟურნალისტები კი ვარაუდობენ, რომ „ლივერპულის“ 100 მილიონს „რეალმა“ ან „სიტიმ“ შეიძლება კიდევ ბევრი დაამატონ. მათ ხომ გაცილებით მეტი ფინანსუროი შესაძლებლობა აქვთ.