ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსს (საპრიზო ფონდი 6.008.725 ევრო) მეორე წრეში დაემშვიდობა. ჩვენებური იტალიელ ლორენცო მუსეტის გაეჯიბრა და 4:6; 2:6 დამარცხდა.
ბასილაშვილმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ 8 გეიმში გაუწია. ხოლო როდესაც ანგარიში თანაბარი 4:4 იყო, მუსეტი უპირატესობას დაეუფლა, ჯერ სეტი, შემდეგ მეორე სეტი და საბოლოოდ მატჩიც იოლად მიიყვანა გამარჯვებამდე.