გაიმართა საქართველოს თასის ნახევარფინალური შევხედრები. ფინალში, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ლიგა 4-ის გუნდი ითამაშებს. „ლოკომოტივი 2“ – „საბურთალოს“ შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლო ფრედ დასრულდა, პენალტები კი უფრო ზუსტად „ლოკომოტივი 2“-ის ფეხბურთელებმა შეასრულეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ტრადიციული მეტოქეები, „ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ შეხვდნენ. ზესტაფონში ქუთათურებმა 2:0 იმარჯვეს და დედაქალაქელების 17-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს.
ამრიგად ფინალში, რომელიც 7 დეკემბერს ბათუმში გაიმართება ერთმანეთს „ლოკომოტივი 2“ და „ტორპედო“ შეხვდებიან. გამარჯვებული მომავალ სეზონში კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
ტორპედო-დინამო (თბ) 2:0
1:0 მონტეირო (56). 2:0 კაბალიერო (73).
ლოკომოტივი 2-საბურთალო 0:0 (პენ 7:6)