ეროვნული ლიგის 32-ე ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვილებები არ შეუტანია. ტიტულის მთავარმა მაძიებლებმა ისევ გაიმარჯვეს და მათ შორის სხვაობა ისევ 2 ქულაა.

„დინამომ“ თანაქალაქელ „საბურთალოს“ მოუგო შინ 3:1 და სტუმრებს ევროსაგზურისთვის ბრძოლა გაურთულა. დუბლი მიითვალა მასპინძელთა გვინეელმა უსმანე კამარამ. განსაკუთრებით ლამაზი მეორე გოლი გახლდათ, როცა საჯარიმოს გარედან პირდაპირ ცხრიაში ჩაჭედა ბურთი. ერთიც გიორგი მოისწრაფიშვილმა შეაგდო. არადა, თავიდან საბურთალოელები იგებდნენ. თავი ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა.

ეს დინამოელთა იჯრით მე-12 დაუმარცხებელი მატჩი გახლდათ (11 მოგება 1 ფრე).

„ბათუმმა“ უკვე გავარდნილ „ლოკომოტივს“ მოუგო – 4:2. „რკინიგზელები“ ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. თავისი მე-17 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში ქართველ-ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა და ის ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას.

 ტორპედო 1:0 თელავი

1:0 პავისიჩი (25 საკ. კარში)

დინამო 3:1 საბურთალო

0:1 სიხარულიძე (20), 1:1, 2:1 კამარა (24, 50), 3:1 მოისწრაფიშვილი (57)

გაძევბა: გოშთელიანი (56)

ბათუმი 4:2 ლოკომოტივი

1:0 ფლამარიონი (14), 2:0 მამუჩაშვილი (36 პენ), 2:1 კახაბრიშვილი (48), 3:1 ტედი (65), 4:1 პირტახია (82 საკ. კარში), 4:2 დიასამიძე (90)

გაგრა 1:1 სამგურალი

1:0 ფარულავა (71), 1:1 ჯერალდო (85 პენ)

გაძევება: გვიშიანი (84)

სიონი 1:2 დილა

0:1 მოსიაშვილი (29), 1:1 ფოცხვერია (45+2), 1:2 გომისი (77)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დინამო35238471:2877
ბათუმი35237585:32 76
სამგურალი351512855:4157
დილა351681145:3556
ტორპედო351581246:4653
საბურთალო351381451:4847
თელავი357171328:3636
გაგრა35991735:5536
სიონი357121633:5833
ლოკომოტივი35152926:968

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 17, ირაკლი რუხაძე (სამგურალი) –

13, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 12, უსმანე კამარა, სტანისლავ ბილენკი (ორივე – დინამო) – 10