Nikoloz Basilashvili Wins Dispute in Tbilisi City Court - Georgia Todayნიკოლოზ ბასილაშვილს ბოლო მოგება 29 ივნისს, ქუენტინ ჰალისთან ჰქონდა მოგებული და ეს ხანგრძლივი სერია ისევ ფრანგ ჩოგბურთელთან შეწყვიტა.

30 წლის ბასილაშვილმა პარიზის მასტერსის (საპრიზო ფონდი 6 008 725 ევრო) ჰალი პირველ წრეში 6:3, 6:4 დაამარცხა.

მატჩი საათსა და 15 წუთს გაგრძელდა: ორივე სეტში ბასილაშვილმა ბრეიკი მეშვიდე გეიმში გაახერხა და ორივე სეტში ერთი გეიმის მოგებაც კი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ბასილაშვილის მეტოქე პარიზის მასტერსის მე-2 წრეში ხორვატ მარინ ჩილიჩსა და იტალიელ ლორენცო მუსეტის შორის გამარჯვებული იქნება. ბასილაშვილს ბოლო 10 მატჩში 9 მარცხი ჰქონდა და ის ერთი გამარჯვებაც იმის წყალობით ჩაიწერა აქტივში, რომ მეტოქე ტრავმის გამო არ გამოუცხადდა.