საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა რუსთავში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა ჩაატარა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ და 2:6 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ორი წაგება აქვს (პირველ ტურში საქართველოს ნაკრები 1:3 დამარცხდა ისრაელთან).
ბოლო მატჩს გიორგი ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი ორშაბათს, 31 ოქტომბერს ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ინგლისი-საქართველო 6:2
გოლები: 1:0 დიბლინგი (3. გოლდინგის პასით). 1:1 გეგუჩაძე (6, პენალტით). 2:1. ნიუანერი (9. ლუის სკელის პასით). 3:1 მორგანი (28. გოლდინგის პასით). 4:1 ლუის-სკელი (42). 5:1 მორგანი (58). 5:2 ამისულაშვილი (61. გრიგალავას პასით). 6:2 დიბლინგი (87. ობოავედუოს პასით)
ინგლისი: კარდი, ახემპონგი, ლუის-სკელი, სამუელს-სმიტი, დაიერი (71. რიგი), ჯიმი-ჯეი მორგანი (71. ობოავედუო), გოლდინგი (71. ჯიმო), ალი (79. სამუელი), აკომე, დიბლინგი, ნიუანერი (84. აიროუ)
საქართველო: კოპალიანი, ამისულაშვილი, ნიკოლაიშვილი, ქელდიშვილი, გოგატიშვილი, ინაიშვილი, ს. გეგუჩაძე (59. ბერელიძე), გ. გოგია (32. გრიგალავა), მაშავა, თურქია (80. ბუბუტეიშვილი), სალია (59. ოდიკაძე)
გაფრთხილება: გოლდინგი (5). გოგატიშვილი (31). დაიერი (37). გეგუჩაძე (45+1). ნიკოლაიშვილი (48). ლუის სკილი (49). სალია (65). ოდიკაძე (89).
არბიტრი: ვ. კოპიევსკი
თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
1. ინგლისი | 2 | 2 | 0 | 0 | 9:3 | 6 |
2. ისრაელი | 2 | 1 | 1 | 0 | 4:2 | 4 |
3. ლიეტუვა | 2 | 0 | 1 | 1 | 2:4 | 1 |
4. საქართველო | 2 | 0 | 0 | 2 | 3:9 | 0 |