“როდესაც სტადიონზე შეკრებილი ქომაგი ერთხმად სკანდირებს შენს გვარს, განსაკუთრებული ემოციაა. ყოველთვის მჯეროდა, ხვიჩას წარმატების, მან ყველას დაანახა რა შეუძლია. “ნაპოლისთან” ახალი კონტრაქტი? ამ საკითხე მასთან არავის ულაპარაკია, ხვიჩა ამ საკითხზე არც ფიქრობს. ის მხოლოდ ფეხბურთის თამაშზეა კონცენტრირებული, მის გარეშო აგორებულ სატრანსფერო ჭორება ყურადღებას არ აქცევს” – ხვიჩა კვარაცხელიას მამის ბადრი კვარაცხელიას სიტყვებს Football Italia აქვეყნებს.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” ბათუმის “დინამოდან” გადავიდა. მიმდინარე სეზონში სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში 15 თამაშში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა.