ინტერნეტ-გამოცემა goal.com-მა ევროპის ტოპ ლიგის 19 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც 2023 წელს „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატები იქნებიან. მათ შორის მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია.
სია მიმდინარე სეზონში გატანილი გოლებითა და საგოლე პასების მიხედვით შეარჩიეს.
„დღეს ევროპული სეზონის ვარსკვლავია ადამიანი, რომელსაც ნეაპოლში „კვარადონა“ უწოდეს. ის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენა გახდა. კვარაცხელიამ თავისი ფეხბურთით ყველა მალე მოხიბლა. მისმა პასებმა და დარტყმებმა, აღაფრთოვანა გულშემატკივარი ყველა სტადიონზე, სადაც მიმდინარე სეზონში ითამაშა. ხვიჩა ვერ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე, რათა თავისი ნიჭი „ოქროს ბურთის“ პრეტენდეტებთან ერთად წარმოაჩინოს, მაგრამ თუ ამჟამინდელ ფორმას შეინარჩუნებს, საბოლოო კანდიდატებში მოხვედის შანსი ნამდვილად ექნება“, – წერს გამოცემა კვარაცხელიაზე.
„ოქროს ბურთი 2023“-ის კანდიდატები (goal.com-ის ვერსია):
1. მესი (პსჟ) 12 გოლი+8 პასი (20 ქულა), 2. ნეიმარი (პსჟ) 13+11 (24), 3. მბაპე (პსჟ) 13+1 (14), 4. ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) 21+3 (24), 5. ლევანდოვსკი (ბარსელონა) 14 + 4 (18), 6 ვინისიუსი (რეალი) 7+5 (12), 7. დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) 2+12 (14), ბენზემა (რეალი) 5+1 (6), 9. სალაჰი (ლივერპული) 11+4 (15), 10. ფოდენი (მანჩესტერ სიტი), 7+3 (10), 11. კეინი (ტოტენჰემი) 11+2 (13), მუსიალა (ბაიერნი) 7+9 (16), 13. გ. ჟესუსი (არსენალი) 5+5 (10), 14 მანე (ბაიერნი) 10+1 (11), 15. კვარაცხელია (ნაპოლი) 9 + 9 (18), 16. სანე (ბაიერნი) 10+6 (16), 17. ლეაო (მილანი) 4+9 (13), 18. კოდი გაკპო (ეინდჰოვენი) 14+12 (26), 19 ფ. ვალვერდე (რეალი) 5+2 (7).