18 ოქტომბერს ბუქარესტში 21 წლამდელთა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა რომ გაიმართა და A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა – პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები – იქვე ტურნირის კალენდარიც შედგა. ჩვენი ნაკრები სამივე შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართავს და ჩემპიონატს პორტუგალიისთან მატჩით დაიწყებს.

შეიძლება იყოს ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „UEPA UNDER21 CHAMPIONSHIP GEORGIA GEORGIA-ROMANIA 2023 UEFA UNDER21 CHAMPIONSHIP GEORGIA- -ROMANIA 2023“-(ი)ს გამოსახულება

 

A ჯგუფი

21 ივნისი, 2023

თბილისი, „დინამო არენა“: საქართველო-პორტუგალია

თბილისი, „მიხეილ მესხი“: ბელგია-ნიდერლანდები

24 ივნისი, 2023

თბილისი, „დინამო არენა“: საქართველო-ბელგია

თბილისი, „მიხეილ მესხი“: პორტუგალია-ნიდერლანდები

27 ივნისი, 2023

თბილისი, „დინამო არენა“: ნიდერლანდები-საქართველო

თბილისი, „მიხეილ მესხი“: პორტუგალია-ბელგია

ჩვენი ჯგუფის გარდა, საქართველოში C ჯგუფის მატჩებიც გაიმართება, სადაც გერმანია, ინგლისი, ჩეხეთი და ისრაელი თამაშობენ. ამ ჯგუფის მატჩებს კი ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებენ.

 

No description available.

C ჯგუფი

22 ივნისი, 2023

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“: გერმანია-ისრაელი

ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“: ჩეხეთი-ინგლისი

25 ივნისი, 2023

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“: ინგლისი-ისრაელი

ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“: ჩეხეთი-გერმანია

28 ივნისი, 2023

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“: ისრაელი ჩეხეთი

ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“: ინგლისი-გერმანია