ლოკო გავარდა
თბილისის „ლოკომოტივი“ ლიგა 1-ს ოფიციალურად დაემშვიდობა. ჩემპიონატის დამთავრებამდე 6 ტური დარჩა და „რკინიგზელები“ უშუალო კონკურენტ „გაგრას“ 22 ქულით ჩამორჩებიან.
ეს ამბავი მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. სეზონის წინ გუნდი ფინანსური პრობლემების გამო ლამის დაიშალა. აქცენტი ახალგაზრდა, გამოუცდელ ფეხბურთელებზე გაკეთდა და პირველი გამარჯვება მე-17 ტურში მოიპოვეს. მანამდე თექვსმეტივე თამაში წაეგოთ…
მიმდინარე სოზოში გიორგი მინაშვილი მათი მეოთხე მთავარი მწვრთნელია. მანამდე სამი სპეციალისტი გამოიცვალეს: ლაშა ჭაღიაშვილი, ლექსო ინწკირველი და ნიდერლანდელი ჯონ ვან ლუნი.
საიმედო ის არის, რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავთ და ალბათ ქვედა ლიგაში დიდ ხანს არ გაჩერდებიან. ამის მაგალითი „ლოკომოტივი 2“ – ია, რომელიც სენსაციურად გავიდა საქართველოს თასის ნახევარფინალში.
ამჯერად საგურამოელები უშუალო კონკურენტ „გაგრასთან“ 0:2 დამარცხდნენ. მასპინძელთაგან საუკეთესო ვასილ ხოსიტაშვილი გახლდათ, რომელმაც თერთმეტმეტრიანიც ზუსტად დაარტყა, შემდეგ კი გიორგი ქობულაძეს გაატანინა.
რუხაძე
„სამგურალმა“ მცირე კრიზისის შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო (2:0), ამჯერად „თელავთან“ და მესამე ადგილზე დაბრუნდა. დუბლი მიითვალა მასპინძელთა 25 წლის ნახევარმცველმა, ირაკლი რუხაძემ. მისი პირველი, პენალტით გატანილი გოლი მე-400 აღმოჩნდა მიმდინარე ჩემპიონატში. ისე, წყალტუბოელბს საიუბილეო გოლებზე წლეულს უმართლებთ. მანამდე, მე-200 ბურთი, ილია ახვლედიანმა გაიტანა მე-16 ტურში, „ბათუმის“ წინააღმდეგ 20 მაისს.
„თელავის“ კი 26 ივნისის შემდეგ აღარ გაუმარჯვია და ფლეი-აუტის ზონას მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.
ლიდერები
ლიდერებმა ისევ გაიმარჯვეს და მათ შორის სხვაობა კვლავ ორი ქულაა. „დინამომ“ ბოლნისში „სიონი“ 0:2 დაამარცხა. დინამოელებმა ანგარიში 73-ე წუთზე დავით სხირტლაძის გოლით გახსნეს, 85-ზე კი გიორგი გაბედავამ მეორე ბურთი გაიტანა.
ბოლნისელებს 36-ე წუთზე მცველი ივა გელაშვილი გაუძევეს, სტუმარი თორნიკე კირკიტაძის წინააღმდეგ უკანასკნელი იმედის ჯარიმის გამო. დინამოელი, მეკარე ლევან ისიანის პირისპირ რჩებოდა. თბილისელებს შესანიშნავი ფინიში აქვთ – ბოლო 10 მატჩიდან 9 მოიგეს (ერთი ფრე).
ბათუმში კი ნერვიული და საინტერსო თამაში გამოდგა. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძელი ზღვისპირელები 3:0 იგებდნენ. მაგრამ 55-ე წუთზე მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა მინდვრიდან ჯაბა ჯიღაური გააძევა. ჯაბამ უკნიდან ეუხეშად მოცელა თორნიკე კაპანაძე. არბიტრმა ვარ-ს მიმართა და საქართელოს ნაკრების შუახაზელს წითელი ბარათი უჩვენა.
კაპანაძე „გაბრაზდა“ და ბოლო ათ წუთში ორი გოლი გაიტანა (ეს თორნიკეს ზედიზედ მეორე დუბლია ბოლო ორ ტურში). გორელები ბოლოსკენ ბევრს უტევდნენ, მსაჯმა შეხვედერას 9 წუთი დაამატა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
გაგრა 2:0 ლოკომოტივი
1:0 ხოსიტაშვილი (45 პენ), 2:0 ქობულაძე (45+3)
სამგურალი 2:0 თელავი
1:0, 2:0 რუხაძე (48 პენ, 57)
სიონი 0:2 დინამო
0:1 სხირტლაძე (73), 0:2 გაბედავა (85)
გაძევება: გელაშვილი (36) – სიონი
ტორპედო 1:1 საბურთალო
1:0 სანდოხაძე (39), 1:1 ტაბატაძე (45+3)
ბათუმი 3:2 დილა
1:0 კობახიძე (35), 2:0 რადინი (42)3:0 ფლამარიონი (45+2), 3:1, 3:2 კაპანაძე (80, 90+1)
გაძევება: ჯიღაური (55) – ბათუმი
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
დინამო | 35 | 23 | 8 | 4 | 71:28 | 77 |
ბათუმი | 35 | 23 | 7 | 5 | 85:32 | 76 |
სამგურალი | 35 | 15 | 12 | 8 | 55:41 | 57 |
დილა | 35 | 16 | 8 | 11 | 45:35 | 56 |
ტორპედო | 35 | 15 | 8 | 12 | 46:46 | 53 |
საბურთალო | 35 | 13 | 8 | 14 | 51:48 | 47 |
თელავი | 35 | 7 | 17 | 13 | 28:36 | 36 |
გაგრა | 35 | 9 | 9 | 17 | 35:55 | 36 |
სიონი | 35 | 7 | 12 | 16 | 33:58 | 33 |
ლოკომოტივი | 35 | 1 | 5 | 29 | 26:96 | 8 |
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 16, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო), ირაკლი რუხაძე (სამგურალი) – 11, სტანისლავ ბილენკი (დინამო) – 10, ნიკა ხორხელი (სიონი) – 9