ერთი წამით „ნაპოლისა” და „აიაქსის” შეხვედრას დავუბრუნდეთ. მე-13 წუთია, „ნაპოლი”, რომელიც უკვე 1:0-ს იგებს, იტალიისა და მთელი ევროპის თვალწინ დიდებულ შოუს დგამს. ხოლო ის, რაც ხსენებულ მე-13 წუთზე ხდება, მართალია გოლით არ მთავრდება, მაგრამ საოცრებაა. მოდი, ერთად აღვიდგინოთ სურათი: კვარაცხელია ბურთს იღებს და გაზის პედალს აჭერს ფეხს. ის მეტოქეებს დიდ სისწრაფეზე იცილებს თავიდან.
შემდეგ ის ატყუებს სანჩესს — რომელსაც თამაშის ბოლოს წამალი დასჭირდება — და შედის საჯარიმო მოედანში, სადაც გაოგნებულ ბლინდთან ხუმრობას იწყებს. იგი მას პირველ ჯერზე უპრობლემოდ ატყუებს და ცდილობს კარში დასარტყმელად პოზიცია გამოძებნოს. ჰოლანდიელი მცველი არ ტყუვდება. ის თითქოს „ვადაგასულია”, მაგრამ ახერხებს ბურთს იმდენად გაკრას ფეხი, რომ გუნდი გოლისგან იხსნას.
კვარას მეორე მოძრაობაც რომ გამოსვლოდა, „მარადონა” ჩამოიქცეოდა. მესმის, „რომ გამოსვლოდა” ფეხბურთში არ არსებობს, მაგრამ წარმოსახვის ჩართვა ოცნებას ჰგავს. „ნაპოლისა” და „აიაქსის” შეხვედრაში კვარას „კინაღამ გოლი” ის უმაღლესი დონის ეპიზოდია, რომელიც გვაჩვენებს, თუ კიდევ რამდენად შეიძლება განვითარდეს ეს გამორჩეული ვარსკვლავი. ის ოოოჰ, რომელიც „მარადონას” აღმოხდა თავისთავად სიმბოლურია. სწორი პროპორციით, ეს ის არია, რის გამოც 30 წლის წინ აქ ვინმე მარადონას ეთაყვანებოდნენ…
ჯოვანი იბელო, calcionapoli1926