მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას უკვე გადაწყვეტილი აქვს ქარიმ ბენზემას შემცვლელად ერლინგ ჰოლანდი მიიწვიოს.

ბენზემას სამეფო კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. თუმცა, დიდი ალბათობით, ერთი წლით კიდევ გაუგრძელებენ. 2024 წლის ზაფხულში კი ფრანგის მაგიერ ახალგაზრდა ნორვეგიელს გადაიბირებენ.

ჰოლანდი „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი 2022 წლის ივლისიდანაა. მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში მან ქალაქელების მაისურით 13 მატჩი ჩაატარა და 20 ბურთი გაიტანა.

ბენზემა კი „რეალში“ 2009 წლიდან თამაშობს.

Why Erling Haaland's Release Clause Should Not Worry Manchester City