ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მარცხით დაიწყო.
საქართველოსთან ერთად ჯგუფში უნგრეთის, ლიეტუვისა და მასპინძელი, შვეიცარიის ნაკრებებიც მოხვდნენ. ჯგუფიდან ორი საუკეთესო შემდეგ ეტაპზე გადის. მთავარ ფავორიტებად მადიარები მიიჩნევიან, მეორე ადგილისთვის პრეტენზიას კი, სწორედ შვეიცარია აცხადებს.
ჩვენი გუნდი პირველ მატჩში მასპინძლებს გაეჯიბრა და დაძაბულ ბრძოლაში 23:24 დამარცხდა. ამ მარცხმა მომდენო ეტაპზე გასვლის შანსები შეგვიმცირა. ახლა საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს – ტიტე კალანდაძე, რომელმაც რუმინელი ფლორიან სანდუ ჩაანაცვლა.
კარიერა დაასრულეს – რევაზ ჭანტურიამ, რატი მსხვილიძემ და შოთა თევზაძემ.
ასე რომ, ჩვენს გუნდში გარდამავალი პროცესია. მწვრთნელიც ქართველი. ვნახოთ რა გამოვა… მეორე ტურში ჩვენი გუნდი უნგრეთის ძალიან ძლიერ გუნდს ეთამაშება.