„ექაუნთი გამიტეხეს. საბედნიეროდ ყველაფერი წესრიგშია. ჩემს გამომწერებს ბოდიშს ვუხდი. და რასაკვირველია განსაკუთრებულ ბოდიშს ვუხდი ლგბტ თემს”, — დაწერა „რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილიასმა თავის ტვიტერზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, შუადღისას კასილიასის ტვიტერზე გამოჩნდა ტექსტი, სადაც ვეტერანი ფეხბურთელი აღიარებდა, რომ გეი იყო. ამას მოჰყვა კომენტარების ზღვა, რის შემდეგაც კასილასმა ხსენებული „აღიარება” წაშალა.
ისიც მოგეხსენებათ, რომ გუშინვე კასილასის „აღრიარების” თემაზე იხუმრა ესპანეთის ნაკრებში მისმა თანაგუნდელმა, „ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა. მან „რეალის” ყოფილ მეკარეს მიმართა, იკერ, ბარემ ჩვენს შესახებაც მოყევი ყველაფერიო. ამ ხუმრობისთვის პუიოლს ბოდიშის მოხდა მოუწია.
„შევცდი. ბოდიშს ვიხდი უხერხული ხუმრობისთვის. ცუდი განზრახვა არ მქონია, ეს იყო უწყინარი ნათქვამი. მესმის, რომ შესაძლოა მგრძნობიარე საზოგადოებია შეურაცხვყავი. მინდა გულითადი პატივისცემა გამოვხატო ლგბტქა+ თემის მიმართ”, — დაწერა პუიოლმა.