მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ნავსი გატეხა და ჩვენს დელეგაციას პირველი მედალი მოუტანა. თუმცა, მედალიც არის და მედალი – გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია.
81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჩვენებური ოქროსკემ მიმავალ გზას ფრანგი ალფა ომარ დიალოს ძლევით შეუყვა, რომელსაც დომინიკელი დომიკსონ დელ ორბე კორტორეალი, იაპონელი ტაკანორი ნაგასე და აზერბაიჯანელი საიდ მოლაე მიაყოლა და ფინალში გავიდა.
საჩემპიონო და დაძაბულ ბრძოლაში, გრიგალაშვილმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ბელგიელ კასეს მოუგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა.
ხვალ ტატამზე 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე გავლენ.