ერიკ ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედში” დიდი აურზაური გამოიწვია. ჰოლანდიელი მწვრთნელი „სიტისთან” დერბიში 3:6 წაგებამ დაზაფრა და ორშაბათს ფეხბურთელები შეხვედრის გასაანალიზებლად დაიბარა, იქ კი ცხარე კამათი ატყდა, რომლის დროსაც ერთმა მეორეს მიაძახა შენს f***ing თამაშს მიხედეო და ასე შემდეგ.

კლუბიდან გამოსული ხმების თანახმად ყველაზე აგრესიულად 24 წლის არგენტინელი ახალწვეული ლისანდრო მარტინესი და 25 სკოტ მაკტომინეი იქცეოდნენ.

როგორც ირკვევა, მწვრთნელმა შეგირდებს სთხოვა ერთმანეთისთვის შეცდომები მიეთითებინათ. ზოგმა თანაგუნდელს უსაყვედურა არ მაზღვევდიო, რაზეც უსიამოვნო პასუხი მიიღო და ვითარება დაიძაბა. ამ დაძაბულობის პასუხად ტენ ჰაგმა ფეხბურთელებს უთხრა, კარგი იქნებოდა ასეთ საბრძოლო სულისკვეთებას მოედანზე მეტოქეების წინააღმდეგ რომ ამჟღავნებდეთო.

ამავე თათბირზე კაპიტანი ჰარი მაგუაირი ერთი კვირით დასასვენებლად პორტუგალიაში გაუშვეს. ნიდერლანდელი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მაგუაირს გონების გაწმენდა სჭირდება.

Man City vs Manchester United LIVE highlights and reaction as Foden and Haaland get hattricks - Manchester Evening News