საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბელგიის ნაკრებს უმასპინძლა და 4:2 მოიგო. საქართველოს ნაკრებიდან გოლები ბინიომ, დრასლერმა, რონინიომ და თალესმა გაიტანეს.

ჩვენების შემადგენლობა ასეთი იყო: ბუკია – შაგინია, ფერნანდო დრასლერი, თალესი, ბრუნო პეტრი.

სათადარიგო: ალექსანდრე ჯამბურია, ვილიან ლოურენსუ, შოთა თოფურია, რონინიო, ბინიო, გიორგი ღავთაძე, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, არჩილ სებისკვერაძე

მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრიის ნაკრებთან 12 ოქტომბერს გამართავს. ელიტ რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებული და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი ოფში განაგრძობს. 2024 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 7 ევროპული ნაკრები ითამაშებს.