ბარსელონას მეკარემ, ანდრე ტერ შტეგენმა, კარიერა, შესაძლოა, ინგლისურ „ტოტენჰემში“ გააგრძელოს. ლონდონელები მას უგო ლორისის შემცვლელად მოიაზრებენ. ფრანგი კარის დარაჯი ხომ დეკემბერში 36 წლის ხდება.
30 წლის ტერ შტეგენი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში გერმანელმა 9 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაუშვა. კატალონიურ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება.
ლორისი „მამლების“ ღირსებას 2012 წლიდან იცავს. მის ხელშეკრულებას ჩრდილოლონდონელებთან ვადა 2024 წელს ეწურება.